სუს: ძუკაანთკარში უკანონოდ გავლებული ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს

იანვარი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, ძუკაანთკარში მავთულხლართების გაბმის პროცესი არ განახლებულა, არამედ ოკუპანტებმა უკანონოდ გავლებული ბარიერი, ე.წ. ძველი მავთულხლართი ახლით ჩაანაცვლეს.

სუსის განმარტებით, 21 იანვარს ძუკაანთკარში ე.წ. ძველი მავთულხრათების ახლით ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

"რაც შეეხება ადგილობრივი მკვიდრის ბაღის საკითხს, მიმდინარე წლის 10 იანვარს ადგილობრივმა მკვიდრმა მისი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნა. სახელმწიფოს მხრიდან მოხდა რეაგირება, მათ შორის ცხელის ხაზის გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. ბორდერიზაციას აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილი არ ჰქონია", - ამბობენ სუსში. 

ფოტო: ანა შეპკინა

Read 949 times Last modified on Last modified on იანვარი 26 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი