გორში წუხელ ყავის მაღაზიის გაქურდვა სცადეს - პოლიციამ დანაშაულში 1 პირი ამხილა

იანვარი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში, შინდისის ქუჩაზე ყავის მაღაზიის გაქურდვა სცადეს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" სანდო წყარომ აცნობა.

მისი თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, თუმცა პირებმა ობიექტიდან ვერაფრის წაღება შეძლეს. 

მოხდარს გორის პოლიცია იძიებს.

ფაქტთან დაკავშირებით, რადიო "მოზაიკა" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა. უწყებით ცნობით, ფაქტზე გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობას. აღძრულია საქმე სსკ-ის 19/117-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნტქით, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია ერთი პირი, 2001 წელს დაბადებული მოქალაქე. 

ინფორმაციისთვის, გუშინ ღამით გორში ელიტ.კლუბი "ვარდისუბანიც" გაქურდეს. 

ამავე თემაზე: გორში ელიტ.კლუბი "ვარდისუბანი" გაქურდეს - მოპარულია ხმის აპარატურა

 

 

 

 

Read 951 times Last modified on Last modified on იანვარი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი