გორის ბაღების სააგენტო: სარეზერვო ჯგუფის მთლიანი რაოდენობიდან ნახევარზე მეტი ბავშვი მივიღეთ

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლამდელი აღზრის დაწესებულებების მიღმა 146 ბავშვი აღმოჩნდა. ამ რაოდენობიდან ნახევარზე მეტი საბავშვო ბაღებში ჩარიცხულია, - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა.

ლია კოვზიაშვილის განმარტებით, ამ პროცესს მათი სააგენტო ეტაპობრივად ახორციელებდა და ის ბავშვები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით საბავშვო-ბაღებში დასწრება შეწყვიტეს, ამოირიცხნენ. მათ ნაცვლად კი, აღსაზრდელები სწორდ სარეზერვო ჯგუფიდან მიიღეს.

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველა მშობლის განცხადება ვერ დავაკმაყოფილეთ, არასაკმარისი შენობების გამო. ამიტომ ის ნაწილი, ვინც ვერ მივიღეთ, სარეზერვო ჯგუფში ჩავწერეთ. ეტაპობრივად, თავისუფლდებოდა ადგილები საბავშვო ბაღებში,რის შედეგადაც ვუკავშირდებოდით სარეზერვო ჯგუფში ჩაწერილი ბავშვების მშობლებს და ვთავაზობდით, რომელ საბავშვო ბაღში შეგვეძლო აღსაზრდელის მიღება. ამ დროისთვის, იმ 146-დან ნახევარზე მეტი ჩარიცხულია სკოლამდელი აღზდრის დაწესებულებაში“, - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.

სასწავლო პროცესის დაწყებდამდე, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში რეგისტრაცია 2 587 აღსაზრდელმა გაიარა. რეგისტრირებული აღსაზრდელების რიცხვი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე საბავშვო ბაღებში ბავშვებისთვის გათვალისწინებული ადგილები.

ჩარიცხული მშობლების ნაწილი გასული წლის შემოდგომით იმასაც ამბობდა, რომ ჯგუფები გადატვირთულია და აღსაზრდელთა რაოდენობა სტანდარტებს არ შეესაბამება. დღეის მდგომარეობით კი, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, ვითარება მოწესრიგებულია და ბოლო პერიოდში ჯგუფებში ბავშვების სიმცირე შეინიშნება, რაც მისივე ვარაუდით, შესაძლოა გავრცელებული ვირუსების შედეგია. 

Read 215 times Last modified on Last modified on იანვარი 28 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი