გასული წლის ხელშეკრულებებისთვის გორის მერიას 2 მილიონამდე ლარი გასაცემი აქვს

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულებებისთვის გორის მერიას 1 მლნ 652 ათას 669 ლარი გასაცემი აქვს.

გორის მერიას 2018 წლის ბიუჯეტის 9% გაუხარჯავი დარჩა. ეს მაჩვენებელი კი თანხობრივად 4 270 167 ლარს შეადგენს. აქედან გორის მერიის ინფორმაციით, 2 მლნ მდე ლარი იმ პროექტებისთვისაა გათვალისწინებული, რომელთა შესრულება გასულ წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო და 2019-2020 წლებამდე უნდა განხორციელდეს.

მერიიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ასეთი კატეგორიის შემდეგი ხელშეკრულებები აღმოჩნდა:

1. 4560 ლარი -პერსონალური კომპიუტერების შეძენისთვის - ხელშეკრულების ვადა: 27.12.2018 - 20.02 2019;

2. 24 000 ლარი - ვარიანის სასაფლაოს მიმდებარე ტეროტირიის მოასფალტება - ხელშეკრულების ვადა: 20.12.2018 – 28.02.2019;

3. 120 120 ლარი - სოფლებში წყლის სისტემის მოწესრიგებასა და წყალმომარაგებისთვის - ხელშეკრულების ვადა: 21.09.2018- 31.05.2020;

4. 109 933 ლარი - საავტომობილო გზების, სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის -  ხელშეკრულების ვადა: 18.09-31.05. 2020;

5. 200 000 ათასი ლარი - მშენებლობა, შენობის რეკონსტრუქცია და ა.შ. -  ხელშეკრულების ვადა: 25.09.2018-31.05.2020;

6. 598 622 ლარი - სოფელ ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაცია -  ხელშეკრულების ვადა: 24.08.2018-31.01 2019;

7. 18 800ლარი - ერგნეთში სპორტკომპლექსის მშენებლობა -  ხელშეკრულების ვადა: 1.03.2018-31.06.2018;

(ხელშეკრულების ვადა გასულია, ობიექტის მშენებლობა კი არც დაწყებულა) 

8. 581 194 ლარი - 26 მაისის სკვერის რეაბილიტაციისთვის -  ხელშეკრულების ვადა: 5.11.2018-5.06 2019.

ამავე თემაზე: ერგნეთის სპორტკომპლექსი დათქმულ ვადებში ვერ აშენდა

Read 485 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი