ენმ: ხიდისთავის სპორტული მოედნისთვის "ქართულმა ოცნებამ" 7 წლის განმავლობაში ვერ მოიცალა

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამის ერთ-ერთ მაგალითად სოფელ ხიდისთავში მდებარე სპორტული მოედნის მდგომარეობა მოჰყავს. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ მერიას ადგილობრივი ბიუჯეტი აუთვისებელი, პრობლემები კი მოუგვარებელი დარჩა.

"მეშვიდე წელია, ქართული ოცნებაა ხელისუფლებაში. მეშვიდე წელია, ქვა ქვაზე არ დადებულა მუნიციპალიტეტში. ეს არის სოფელ ხიდისთავის ფეხბურთის მინი მოედანი, რომელიც წლებია, ისევ სავალალო მდგომარეობაშია. მიუხედავად მუნიციპალიტეტის მერის, კოტე თავზარაშვილის მიერ არაერთი დაპირებისა, პრობლემა პრობლემად რჩება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ გორის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ორ მილიონამდე ლარის თანხა ვერ აითვისა, ვერ დახარჯა, თითქოსდა პრობლემები არ არის მუნიციპალიტეტში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" არის უუნარო, არ შესწევს ძალა პრობლემების მოგვარებისა. ისინი მხოლოდ დაკავებულები არიან პირადი კომფორტის შექმნით, რაც საახალწლოდ გაცემული ჯილდოებით კიდევ ერთხელ დადასტურდა", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმოომადგენელი ბექა ქორჩილავა

Read 597 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი