მერიასა და მიმდებარე ტერიტორიას არანაკლებ 10 ადამიანი დაალაგებს

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიას წელს იმაზე მეტი ადამიანი დაასუფთავებს, ვიდრე გასულ წელს. 

2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე გორის მერიის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულებას შპს "სისუფთავის სერვისი" იღებს. ამისთვის გორის მერია 77 400 ლარს დახარჯავს.

აღნიშნულმა კომპანიამ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. მასთან მერიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია არანაკლებ 10 ადამიანს დაასაქმებს.

მომსახურე პერსონალის (დამლაგებელი) ერთი თვის დარიცხული ხელფასი არანაკლებ 375 ლარით განისაზღვრება, მენეჯერის კი არანაკლებ 437,50 ლარით .

ამავე თემაზე: გორის მერიის შენობისა და გარე პერიმეტრის დასუფთავებისთვის წელს 77 400 ლარი დაიხარჯება

 
Read 376 times Last modified on Last modified on იანვარი 28 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი