Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 28 იანვარი 2019 16:29

გორში შვილმა 85 წლის დედა სცემა

Rate this item
(0 votes)

გორში შვილმა დედა სცემა, - შემთხვევა წუხელ, წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, 63 წლის ქალმა 85 წლის დედა სცემა. ოჯახური ძალადობის ფაქტზე, მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს.

მომხდარის შესახებ რადიო "მოზაიკა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესცენტრის ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და ამ დრომდე დაკავებული არავინ არ არის.

ინფორმაციისთვის, ასეთ შემთხვევებში ექპერტიზა ტარდება, რომლითაც სავარაუდო დამნაშავის ფსიქიკური მდგომარეობაც მოწმდება. შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ექპერტიზის პასუხის შესაბამისად იგეგმება.

 

Read 3268 times Last modified on ორშაბათი, 28 იანვარი 2019 16:34