Print this page

გორში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

იანვარი 28 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორში უფასო სამედიცინო აქტია ჩატარდება. 

ორ თებერვალს, ადგილობრივებს იოსებ ჟორდანიას რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი ექიმები სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ გაუწევენ. 

სამედიცინო აქცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭრით ტარდება. 

"ჩატარდება როგორც ექოსკოპიური, ასევე სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვები უშვილობის, კლიმაქტერული სინდრომის, მენსტრუალური ციკლის მოშლილობების, ჭარბი წონის, თმიანობისა და სხვა გინეკოლოგიური და ენდოკრინული დაავადებების გამო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბავშვთა და მოზარდთა კონსულტირებას, რომელსაც ჩაატარებს ბავშვთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგი ნანა მინდელი", - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში. 

აქციაში მონაწილეობის მსურველები უნდა მივიდნენ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი №14, ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის კლინიკა.

Read 3228 times Last modified on Last modified on იანვარი 28 2019