გორის სპორტის განვითარების სააგენტოში სახელფასო ფონდი შემცირდა

იანვარი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"2018 წელთან შედარებით ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს დაფინანსება 2019 წელს მომატებულია, თუმცა შემცირებულია სახელფასო ფონდი და მომატებული თანხები ძირითადად სპორტულ ღონისძიებებს მოხმარდება", - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პურიჭამიაშვილმა გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ხელფასებისთვის 238 800 ლარი დაიხარჯება. სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ შარშან, ა(ა)იპს - ს ამ მიმართულებით გაცილებით მეტი თანხა ჰქონდა გამოყოფილი.

"წელს სახელფასო თანხამ იკლო შტატიანი თანამშრომლების შემცირების ხარჯზე და ღონისძიებებისთვის გაწერილმა ხარჯებმა მოიმატა, მათ შორის გასვლითი სამივლინებო ხარჯებიცაა გათვალისწინებული. სპორტული ღონისძიებები სხვადასხვა სახეობაში მასიურად გაზაფხულიდან დაიწყება, ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს", -აცხადებს გიორგი პურიჭამიაშვილი.

სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ა(ა)იპ 7 განყოფილებას და სკოლას აერთიანებს, მათ შორის შედის სააგენტოს ადმინისტრაციაც. პურიჭამიაშვილის განმარტებით, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო მთლიანობაში დაახლოებით 220 თანამშრომელზე გასცემს ხელფასს, მათ შორის შედიან მწვრთნელები და ადმინისტრაციული განყოფილების თანამშრომლები.

რაც შეეხება დაფინანსებას, 2018 წელს აღნიშნული ა(ა)იპ - ის ბიუჯეტი 1 752 000 ლარს შეადგენდა, წელს კი ეს თანხა 1 803 000 ლარით განისაზღვრება.

Read 485 times Last modified on Last modified on იანვარი 29 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი