Back to Top
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 11:35

გორის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავა

Rate this item
(0 votes)

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დ.ქ., ძარცვის ბრალდებით, გორში დააკავეს", - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, 1978 წელს დაბადებულ ქ.დ.-ს საფულე და მობილური ტელეფონი გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნივთმტკიცებების ამოღების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Read 945 times Last modified on სამშაბათი, 29 იანვარი 2019 11:40