Back to Top
სამშაბათი, 29 იანვარი 2019 12:06

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017-2018 წლებში 245 სამშენებლო ნებართვა გასცა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 245 სამშენებლო ნებართვა გასცა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მშენებლობის ნებართვის მიღების მოთხოვნაზე მერიას უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიუღია.

გასული წლის სამშენებლო ნებართვების გაცემის რაოდენობა, 2017 წელს გაცემული ნებართვების თითქმის იდენტურია. 

qsatias cxrilebi

2018 წელს გორის მერიამ 121 სამშენებლო ნებართვა გასცა, 2017 წელს კი - 124. 

2018 წელს მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვებიდან, ყველაზე მეტი, 78 ნებართვა ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე გაიცა, დანარჩენი კი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

Read 871 times Last modified on სამშაბათი, 29 იანვარი 2019 12:15