გორის მერიამ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარებაზე 80 000 ლარი ვერ გახარჯა

იანვარი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიას მოქალაქეთა სამედიცინო დახმარებაზე გათვალისწინებული თანხის ნაწილი გაუხარჯავი დარჩა. ოფიციალური ინფორმაციით, ეს თანხა 80 000 ლარს აღწევს.

გასულ წელს, ადგილობრივი ხელისუფლება სამედიცინო დახმარებას სხვადასხვა დაავადების მქონე პირებზე გასცემდა - მათ შორის იყვნენ დიალეზზე მყოფი და C ჰეპატიტით მქონე მოქალაქეები. ასევე, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავების, მეტაბოლიზმის დარღვევბის მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები. უწყება სამედიცინო დახმარებას სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსაც აძლევდა.

რადიო "მოზაიკამ" დააჯამა გასული წლის მონაცემები:

  • გორის მერიამ ონკოლოგიური პაციენტების სამედიცინო დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხიდან, 50 000 ლარზე მეტი ვერ დახარჯა;
  • 16 000 ლარზე მეტი დაუხარჯავი დარჩა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებითვის გათვალისწინებული თანხიდან;
  • მერიამ თანხები სრულად ვერც იმ მუხლებიდან გახარჯა, რომლებიც დიალეზზე მყოფი და C ჰეპატიტით მქონე მოქალაქეების, ცერებრალური დამბლის, აუტიზმის, დაუნის სინდრომის, არომატული ამინომჟავებისა და მეტაბოლიზმის დარღვევბის მქონე პირების დახმარებას ითვალისწინებდა.

ამავე თემაზე: მოქალაქეებისთვის წამლების შესაძენად გამოყოფილი თანხის 40% გორის მერიამ ვერ გახარჯა

Read 448 times Last modified on Last modified on იანვარი 29 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი