ყოფილი ვიცე-მერი: მერთან შეთანხმებით დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვებაზე

იანვარი 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერის ყოფილი მოადგილე თანამდებობის დატოვებიდან 5 დღის შემდეგ აცხადებს, რომ განცხადება დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ მერთან შეთანხმების შედეგად დაწერა.

გელა კაპანაძე ამჟამად ახალი სამსახურის მოლოდინშია და გამოხმაურებას მერისგან ელოდება. ყოფილი ვიცე - მერი არ აკონკრეტებს, მერთან ბოლო საუბრის შემდეგ რა საკითხებზე შეთანხმდა, თუმცა აცხადებს, რომ  მერის გადასაწყვეტი იყო, თუ ვის დანიშნავდა მის შემცვლელად. 

კონსტანტინე თავზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განმარტა, რომ ვიცე-მერის პოსტზე ახალგაზრდა კადრი სჭირდებოდა. გელა კაპანაძის მხრიდან ამ მომენტში დაუყონებლივ გათავისუფლების მოთხოვნა კი, როგორც მერის საუბრიდან ირკვევა, უბრალო დამთხვევა იყო და სამსახურიდან წასვლა მისთვის არ დაუძალებია. კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტა სამსახურიდან წასვლა დაუყონებლივ და არა კანონით განსაზღვრულ ვადებში, კაპანაძე ჯანმრთელობის პრობლემებით პასუხობს.

"ის განმარტებები უკვე გავაკეთე, რაც საჭიროდ ჩავთვალე. პირადი პრობლემებიც მქონდა, ჯანმრთელობის კუთხით და აუცილებლად უნდა მოვაგვარო ეს საკითხი. რა თქმა უნდა, ეს მერის გადაწყვეტილებაა. მე და მერს გვქონდა საუბარი და გარკვეულ საკითხებზე შევთანხმდით, რის შედეგადაც დავწერე განცხადება, სამსახურიდან დიახ, დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ. მეტი დეტალის გახმაურებას ამ ეტაპზე არ ვთვლი საჭიროდ. შემომთავაზებენ თუ არა რაიმე სამსახურს და სად, ეს უკვე მერის კეთილი ნება და მისი გადასაწყვეტია", - აცხადებს გორის ყოფილი ვიცე-მერი გელა კაპანაძე.

Read 381 times Last modified on Last modified on იანვარი 29 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი