პარლამენტარი საბურთალოზე მდებარე ქონებას 10 წელი არ აჩენდა

იანვარი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2008 წელს თბილისში შეძენილი ფართი გორელმა პარლამენტარმა, თენგიზ ხუბულურმა წლევანდელ დეკლარაციაში გამოაჩინა.

თბილისში, საბურთალოს # 33-ში გორის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, 95 კვ. მ ფართი აქვს. 2008 წლიდან მისი მფლობელი დეპუტატის მეუღლე, თამარ სიხარულიძეა. პარლამენტარის წლევანდელი დეკლარაციის მიხედვით, ეს ფართი სიხარულიძემ 10 წლის წინ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისგან უსასყიდლოდ მიიღო.

აღნიშნული ფართის შესახებ თენგიზ ხუბულურმა ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შევსებულ დეკლარაციაში აჩვენა, დანარჩენ წლებში კი ამის შესახებ დოკუმენტში არაფერი იყო ნათქვამი. 

თენგიზ ხუბულური გორის თემის მაჟორიტარი დეპუტატი 2016 წლის არჩევნების შედეგად გახდა.მანამდე ის პარტიიდან ''ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში სიით შესული დეპუტატი იყო.

თენგიზ ხუბულურს ქონებრივი დეკლარაცია 2012 წლიდან 7-ჯერ აქვს შევსებული.

Read 898 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი