Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 30 იანვარი 2019 13:59

"ახალი სკოლის მოდელი" გორში სექტემბრიდან განხორციელდება

Rate this item
(0 votes)

საქართველოს 50 სკოლაში "ახალი სკოლის მოდელი" დაინერგება.

პროგრამა, პირველ ეტაპზე, შიდა ქართლის რეგიონს არ შეეხება და მისი განხორციელება რეგიონის სკოლებში სექტემბრიდან დაიწყება. ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, პროექტის მისიაა სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.

განათლების სამინისტროს განმარტებით, პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით, სწავლა - სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

"აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე სკოლებში განხორციელდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოხდება სკოლების WiFi - ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები ასევე იმუშავებენ პედაგოგებთან სასწავლო გეგმისა და მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარების კუთხით“, - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი "ახალი სკოლის მოდელი" 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.

Read 1819 times