პარლამენტარ თენგიზ ხუბულურს "სპორტის რაინდის" წოდება მიანიჭეს

იანვარი 30 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს გორის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, სპორტის სფეროში დამსახურებული მოღვაწეობის გამო, ახალი წოდების მფლობელი გახდა.

"საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპორტსმენს, სახელოვან ფალავანს, საქართველოს პარლამენტის წევრს, თენგიზ (თემურ) ხუბულურს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა", - წერია მაჟორიტარის ბიუროს ფეისბუკ გვერდზე.

თენგიზ ხუბულური პარლამენტში 2012 წლის არჩევნების შედეგად შევიდა. მანამდე ის სპორტის სფეროში აქტიურად მოღვაწეობდა.

1991-1993 წლებში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. ამ დარგში მას სხვადასხვა სახის პრემიები და ჯილდოები აქვს მიღებული. მათ შორის:

1999 - ღირსების ორდენი
1982 - სსრკ ჩემპიონი
1981 - მსოფლიო ჩემპიონი
1981 - ევროპის მეორე პრიზიორი
1980 - XXII ოლიმპიური თამაშების ვიცე ჩემპიონი, მეორე პრიზიორი (მოსკოვი)
1979 - ევროპის ჩემპიონი
1979 - მსოფლიო ჩემპიონი
1979 - სსრკ ჩემპიონი
1979 - საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი
1979 - სსრკ ხალხთა სპარტაკიადა, აბსოლუტური ჩემპიონი
1978 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
1977 - ევროპის ჩემპიონი
1976 - ევროპის ჩემპიონი

Read 464 times Last modified on Last modified on იანვარი 30 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი