გორის ყოფილი ვიცე - მერი კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა
რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, გორის ყოფილი ვიცე - მერი, გელა კაპანაძე გორის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელად დაინიშნა.
ახლადდანიშნული ხელმძღვანელი ამ წუთებში ადმინისტარაციის თანამშრომლებს ხვდება.
გელა კაპანაძე გორის მერის მოადგილე 2017- 2019 წლებში იყო. მერიიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება მან მიმდინარე წლის იანვარში დაწერა.
ამავე თემაზე: გორის მერი ყოფილ მოადგილეზე: სამსახურის გარეშე არ დავტოვთ
რადიო "მოზაიკა" წერდა, რომ გელა კაპანაძე აღნიშნული ა(ა)იპ - ის ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, რასაც თავად ყოფილი ვიცე მერი არც ადასტურებდა და არც უარყოფდა.
ამავე თემაზე: ყოფილი ვიცე მერი: ჩემი გეგმები მაქვს და არაფერს გამოვრიცხავ
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა