შესაძლებლობები, რომლებსაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს - დისკუსია გორში

იანვარი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"რა შესაძლებლობებს სთავაზობს ევროკავშირი ქართველ ახალგაზრდებს განათლების მიღებისა და სამოქალაქო საქმიანობის სფეროში"? - ამ თემებზე გორში ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ადგილობრივებთან შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა შეხვედრაზე მყოფ ახალგაზრდებს გაუზიარეს ევროპაში ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებში მიღებულ საკუთარი გამოცდილება და აუხსნეს მსგავსი პროექტებისთვის სააპლიკაციო დოკუმენტების მომზადების წესები. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ევროკავშირზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეათე საიუბილეო წელიწადზე, საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებზე.

ევროპელმა ელჩებმა სამუშაო შეხვედრა ორგანიზაცია "ლიდერთა ლიგის" მოწვევით გამართეს. 

"ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ‘EU NEIGHBOURS east’ -ის პროექტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობას. ამ მიზნით პროექტმა 2016 წლის ივნისში წამოიწყო „ახალგაზრდა ევროპელ მეზობელთა“ ქსელი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშრომლობისა და მდგრადი კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა). 2018 წლის სექტემბერში კი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მესამე ნაკადის მონაწილეებად 68 ქართველი ახალგაზრდა შეირჩა.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივა ევროკავშირის შესახებ საერთო იდეებისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილებას ისახავს მიზნად. იგი უმნიშვნელოვანეს როლს ანიჭებს ხალხთაშორის კონტაქტებსა და დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სრულყოფილად აღქმასა და აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის მნიშვნელობის აღიარებას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

Read 491 times Last modified on Last modified on იანვარი 31 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი