მაია ოთინაშვილი: იძულებული ვარ, საქართველო ოჯახთან ერთად დავტოვო

იანვარი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მაია ოთინაშვილი, რომელმაც ცხინვალის ციხეშ 11 დღე გაატარა, საქართველოს დატოვებას აპირებს.

ოთინაშვილი ამბობს, რომ არანაირი შემოსავალი აღარ აქვს და იძულებულია, ოჯახთან ერთად, საზღვარგარეთ გაემგზავროს.

მაია ოთინაშვილი ამჟამად ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ხურვალეთი მან ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დატოვა. ამბობს, რომ სოფელში დაბრუნება მისთვის უკვე გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მიწის ნაკვეთები, რომელზეც ოჯახი იყო დამოკიდებული, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

"ცხოვრება კი არა, აქ არსებობა უკვე შეუძლებელია, არც მე არც ჩემ მეუღლეს სამსახური არ გვაქვს. 3 შვილს რჩენა უნდა. უფროსი 15 წლის გვყავს. ვერცერთს ელემენტარულ პირობებს ვერ ვუქმნით, რომ მშივრები არ იყვნენ და სწავლა-განათლება მიიღონ. ამიტომ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებიც წავიყვანოთ. არანაირ დახმარებას არ ვიღებთ. ერთი სოციალური შემწეობა ჰქონდა ჩემ დედამთილს და ეგეც მოუხსნეს. აქ რომ ელემენტარული რამე მქონდეს, აღარც ვიფიქრებდი საქართველოს დატოვებას, მაგრამ ასეთ პირობებში იძულებული ვარ წავიდეთ საზღვარგარეთ და იქ მაინც მოვახერხოთ სადმე სამუშაოს დაწყება", - ამბობს მაია ოთინაშვილი.

Read 963 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი