ოპოზიციური პარტიები საკრებულოს მიღმა

თებერვალი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რას საქმიანობენ პარტიები, რომლებიც საკრებულოში ვერ მოხვდნენ და მერობის კანდიდატები, ვინც ქალაქის პირველი პირის თანამდებობა ვერ დაიკავეს?

გორის მერობის წაგებული კანდიდატების უმრავლესობამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური პარტიები დატოვა. მიზები თითქმის იდენტურია - მათ თანამოაზრეებთან სამომავლო პერსპექტივები ვეღარ დაინახეს. ერთ-ერთი მათგანი, ბურჯანაძის გაერთიანების წარმომადგენელი იოსებ სოსიაშვილი ამ ეტაპზე დასვენებას ამჯობინებს.

სოსიაშვილისგან განსხვავებით, "ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" დატოვებას არ ფიქრობს ვანო მაჭარაშვილი. ის გორის ოფისს ხელმძღვანელობს.

მერობის კანდიდატი იყო ნანა ხიზანიშვილიც, ის კენჭს ,,ხალხის სახალხო მოძრაობის“ სახელით იყრიდა. მისი ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ პარტია ფუნქციონირებას, ახალი სახელწოდებით აგრძელებს.

რთული პეროდი აქვს პარტია,,თავისუფალ დემოკრატებს“. მათი წარმომადგენელი ოთარ კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა, პარტიის დასანგრევად ყველანაირი გზა გამოიყენა. როგორც ის აანონსებს, მიზანმიმართული ზეწოლის მიუხედავად, გუნდი აქტიურ სამუშაო გრაფიკზე მალე გადავა.

,,რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლის აზრით, ოპოზიციურ გაერთიანებების მთავარ პრობლემას არასაკმარისი ფინანსები წარმოადგენს. ალექსანდრე ვალიაური საკუთარი გუნდის მაგალითზე საუბრობს და აცხადებს, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე, პარტიების ე.წ.მიძინების მიზეზი მწირი რესურსი ხდება.

არასაარჩევნო პერიოდში პასიურ რეჟიმს ოპოზიციური პარტიების ფინანსურ არამდგრადობას უკავშირებს EECM-ის გორის "დემოკრატიის სკოლის" ხელმძღვანელი. ზაზა ჭიპაშვილის აზრით, პარტიები ადგილობრივ დონეზე, მხოლოდ არჩევნების დროს არ უნდა აქტიურობდნენ, რისთვისაც სათაო ოფისებმა ეფექტურ მეთოდებს უნდა მიმართონ.

გორის მაგალითზე, ადგილობრივ საკრებულოში მმართველი გუნდის გარდა, ,,შენების მოძრაობა“, ,,ევროპული საქართველო“, ,,პატრიოტთა ალიანსი“ და ,,ნაციონლაური მოძრაობაა“ წარმოდგენილი. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პარტიების ნაწილი, რომელმაც საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და პოლიტიკური თანამდებობების გარეშე დარჩა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. მათგან რომელი შეუერთდება, საერთო კანდიდატის ინიციატივას ამ ეტაპზე უცნობია.

Read 1009 times Last modified on Last modified on თებერვალი 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი