გორში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

იანვარი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა", - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" "გორმედის" კლინიკურ დირექტორმა, დავით ყაზაიშვილმა მიაწოდა.

მისი ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებული მამაკაცი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.

"მისი მდგომარეობა იყო ძალზე მძიმე. ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. პაციენტი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული", - აცხადებენ "გორმედში".

შეგახსენებთ, გორში, ავტომობილი 33 წლის, ფეხით მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა კარალეთი-გორის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

ამავე თემაზე: გორში ავარია მოხდა - ავტომობილი 33 წლის მამაკაცს დაეჯახა

Read 529 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი