თბი­ლის­ში, გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილთა შორის გორელებიც არიან

იანვარი 31 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თბილისში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლ 7 მამაკაცს შორის გორელებიც არიან.

ამ ინფორმაციას ადგილობრივები ავრცელებენ და ამბობენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 50 წლის მამაკაცია.

შვი­დი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი თბი­ლის­ში მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

ერთ-ერთი მე­ზობ­ლის განცხადებით, მუ­შე­ბი გო­რი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­სულ­ნი და ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ.

"შვი­დი კაცი იყ­ვნენ, მამა-შვი­ლი, ორი ძმა და სამი კი­დევ სხვა მუშა. და­დი­ოდ­ნენ და "მა­ლი­არ­კა­ზე" მუ­შა­ობ­დნენ. როგორც ჩანს, მო­ვიდ­ნენ დაღ­ლი­ლე­ბი, ჩარ­თეს "კა­ლონ­კა", ამ­ბო­ბენ, ერთ-ერთი ბა­ნა­ობ­დაო... გა­ჟო­ნა გაზ­მა და და­ი­ხო­ცა ყვე­ლა, ახალ­გაზ­რდა, ჯან­სა­ღი ბი­ჭე­ბი", - ამ­ბობს ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე კორ­პუ­სის მაცხოვრებელი.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა თბილისში, ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­შინ გვი­ან ღა­მით მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ცხედ­რე­ბი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში დღეს დი­ლით აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ყა­ზტრანსგა­ზის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია კუს­ტა­რუ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა ღია კა­მე­რის ტი­პის წყლის გამათ­ბობელ­მა, რის შე­დე­გა­დაც ბი­ნა­ში CO დაგ­როვ­და

Read 4888 times Last modified on Last modified on იანვარი 31 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი