გორის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრება 15 თებერვლამდე გაგრძელდა
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა თავისუფალი დასწრება ორი კვირით გაახანგრძლივა.
ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" სააგენტოს ხელმძღვანელმა მიაწოდა. ლია კოვზიაშვილის განცხადებით, სააგენტოში წითელას ვირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინეს.
"ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების თანახმად, საბავშვო ბაღები რისკ - ჯგუფებში მოიაზრებიან. მათი რეკომენდაციის თანახმად, პრევენციის მიზნით, საჭიროა აცრების ჩატარება, რადგან წითელას ვირუსია გავრცელებული. იცით თქვენ, რომ მთელი იანვარი თავისუფალი დასწრება გვქონდა გამოცხადებული საბავშვო ბაღებში. ანალიზი როცა გავაკეთეთ, რამდენი ბავშვი დადის, რაოდენობამ ცოტა მოიმატა. გრიპის ვირუსი რაც თითქოს ჩაცხრა, მაგრამ მთლიანი რაოდენობის ნახევარს ვერ ასცდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ისევ ვერ ატარებს ბავშვებს ბაღში. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ისევ გავაგრძელოთ თავისუფალი დასწრება და მშობლებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ვისაც სურს მოიყვანს ბავშვს, ვისაც ისევ გარკვეული შიში აქვს ვირუსის -არ მოიყვანს", - ამბობს ლია კოვზიაშვილი.
Latest from რადიო მოზაიკა
- გორში, ჭალის დასახლებაში საფეხბურთო სკოლის აშენებას გეგმავენ
- გორელები ტაქსის მძღოლების მოთხოვნას ტარიფის გაზრდაზე ეწინააღმდეგებიან
- ტაქსების მძღოლების პროტესტის პარალელურად ოფისების ხელმძღვანელებიც იკრიბებიან
- გორში, ტაქსის მძღოლები აქციას მართავენ
- დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალს გორის სტადიონმა უმასპინძლა