კვება საბავშვო ბაღებში - კმაყოფილი და უკმაყოფილო მშობლები

თებერვალი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რას ჭამენ პატარები საბავშვო ბაღებში? - ეს არის შეკითხვა, რომელიც მშობლების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია. ბავშვების კვების საკითხი აქტუალობას დიდი ხანია არ კარგავს. აქცენტები ჯანსაღთან ერთად, რომ მრავალფეროვან კვებაზე უნდა გაკეთდეს, ამაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა მიუხედავად ამისა, მოქმედი რაციონით მშობლების გარკვეული ნაწილი ისევ უკმაყოფილოა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული კვების რაციონი აკმაყოფილებს მშობელთანაწილს. ერთ-ერთი მათგანი ლანა ფერაძეა. როგორც ის ამბობს, ბავშვები ბაღიდან მუდმივად დანაყრებულები ბრუნდებიან.

საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ მენიუში, რომლითაც ხელმძღვანელობენ 6 წლამდე ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის ყველა საჭირო კომპონენტია გათვალისწინებული. ერთადერტი პრობლემა, ორშაბათია, რადგან დასვენების დღეების შემდეგ პროდუქტის შეტანა ზოგჯერ იგვიანებს.

კომპანიები, რომლებმაც სკოლამდელი არზრდის დაწესებულებები, საკვები პროდუქტიტ უნდა მოამარაგონ, სპეციალიურად შექმნილმა სატენდერო კომისიამ უნდა გამოავლინოს. ვინ გაიმარჯვებს, მიმდინარე წელს ტენდერში, როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ამბობს, აპრილში გახდება ცნობილი.

პედიატრების ერთი ნაწილი თანხმდება, რომ კვების მენიუ ბავშვის ასაკის შესაბამისად უნდა განისაზღვროს.ედუარდ ლალიანი აქცენტს კვების რაციონის მრავალფეროვნებაზე აკეტებს.

საბავშვო ბაღებში კვების ხარისხი მუდმივად წარმოადგენს აქტუალურ თემას. ამ ფონზე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმღვანელები აქცენტს განახლებული მენიუს გაუმჯობესებულ ხარისხე აკეთებენ; საზოგადოების ნაწილი კი შესაბამისი მონიტორინგის სამსახურის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც მათი აზრით, არა მხოლოდ მენიუს შემადგენლობას გააკონტროლებს, არამედ სატენდერო პროცესებში ნეპოტიზმის შემთხვევებსაც გამორიცხავს.

 

 

Read 1033 times Last modified on Last modified on თებერვალი 13 2018
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი