Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 01 თებერვალი 2019 14:36

ბესელიას ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის გორელი მამაკაცი დააკავეს

Rate this item
(0 votes)

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებისთვის დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 1990 წელს დაბადებული გ.კ.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ გუშინ, თბილისში გამართული აქციაზე დააკავა. დაკავებიდან მალევე კი, სამართალდამცველები ოჯახს დაუკავშირდნენ და არსებული ვითარების შესახებ აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელება სოციალურ ქსელში 5 დღის წინ დაიწყო. ჩანაწერი განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გუშინ გახდა. ვიდეო-ჩანაწერის ნახვა ნებისმიერ ადამიანს სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათის განმავლობაში შეეძლო. 

 

Read 6450 times Last modified on პარასკევი, 01 თებერვალი 2019 15:20