ბესელიას ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებისთვის დაკავებული გორელი მამაკაცი ენმ-ს მხარდამჭერია

თებერვალი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელებისთვის დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები გ.კ.

რადიო "მოზაიკა" დაკავებულის ოჯახს დაუკავშირდა. ახლობლების თქმით, მათ არ იციან, სად იმყოფება ამ დროისთვის გ.კ. და კონკრეტულად რას ედავებიან მას.

დაკავებულის ძმა იმასაც ამბობს, რომ გ.კ.-ს ფეისბუქი მისი დაკავების შემდეგ რამდენჯერმე იყო აქტიური და ვარაუდობს, რომ სოციალურ ქსელში გახსნილ მის ანგარიშებზე ხელი სამართალდამცველებს მიუწვდებათ.

28 წლის მამაკაცი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. პარტიის ინფორმაციით, გ.კ. 2008 წელს აგვისტოს ომში იბრძოდა.

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელება სოციალურ ქსელში 5 დღის წინ დაიწყო. ჩანაწერი განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გუშინ გახდა. მისი ნახვა ნებისმიერ ადამიანს სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათის განმავლობაში შეეძლო. ამ დროისთვის, ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებისთვის 16 ადამიანია დაკავებული.

Read 1043 times Last modified on Last modified on თებერვალი 01 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი