მარტოხელა დევნილმა ქალმა სოც.სააგენტოს დავა სააპელაციოშიც მოუგო

თებერვალი 01 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

65 წლის მარტოხელა ცისანა ტაბატაძემ სოც. სააგენტოს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო.

ის ცხინვალიდან დევნილია და ამ დრომდე სასტუმრო "ქართლის" შენობაში ცხოვრობს. ახალი ბინების გადაცემისას სამინისტრომ ჩათვალა, რომ კონკრეტული კრიტერიუმები მან ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც დევნილი მარტოხელა ქალი თავშესაფრის გარეშე დატოვეს.

სამინისტროს გადაწყვეტილება ცისანა ტაბატაძემ სასამართლოში გაასაჩივრა და დავა მოიგო კიდეც. თუმცა სამინისტრომ გადაწყვეტილების აღსრულება, სასამართლო დავის გაგრძელება არჩია და სააპელაციო სასამართლს მიმართა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მეორე ინსტანციის სასამართლომაც ცისანა ტაბატაძის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო.

დევნილი ქალის ინტერესებს ორივე ინსტანციის სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა სამინისტროს, ხელახლა შეესწავლა ცისანა ტაბატაძის საქმე, მაგრამ სამწუხაროდ, არ არ სურთ ამის გაკეთება და ისევ გასაჩივრებას აპირებენ. ცისანა ტაბატაძეს პრობლემები მაქვს - დღეს მას აღარც "ქართლში" უშვებდნენ, სადაც ნივთები აქვს. ვარიანში ყავს დედა, რომელსაც პერიოდულად აკითხავს ხოლმე და სწორედ ამ არგუმენტს აჟღერებენ სამინისტროს წარმომადგენლები, რომ თითქოს ვარიანში აქვს სახლი და არ საჭიროებს ფართით დაკმაყოფილებას, რაც მეზობლებმა უარყვეს და განაცხადეს, რომ ვარიანში მხოლოდ დედამისის მოსავლელად მიდის და რეალურად, წლების განმავლობაში ქართლში ცხოვრობდა", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლექსო მერებაშვილი. 

იურისტის ინფორმაციით, სამინისტრო დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესები მინიმუმ კიდევ 9 თვე გაჭიანურდება.

Read 1113 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი