ავარია სოფელ ქიწნისში - ავტომობილი ხეს შეეჯახა

თებერვალი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავარია მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში.

"მერსედესის" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა - შეჯახების შედეგად მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მომხდარს გორის პოლიცია იძიებს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 - ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ფოტო შერჩეულია თემატურად

Read 3815 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი