ბესელიას ჩანაწერების გავრცელებისთვის დაკავებულ გორელ მამაკაცს 5 000 - ლარიანი გირაო დააკისრეს

თებერვალი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე დაკავებული ადამიანებიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-ის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა.

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ნაწილობრივ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, 2 მათგანს კი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას სამი დაკავებულისთვის ითხოვდა. გათავისუფლებულებს გირაო შეეფარდათ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ  პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს."

ერთ-ერთი დაკავებული გორის მუნიციპალიტეტის სოფლიდანაა. მისი ოჯახი ამბობს, რომ გ.კ. და სხვა დანარჩენი პირები მსხვეპლები არიან, რეალურად კი ხელისუფლებამ აქტიური და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები დასაჯა.

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ გ.კ -ს გირაოს სახით 5000 ლარი შეეფარდა, ოჯახმა ეს თანხა 20 დღეში უნდა დაფაროს.

"წუხელის 4 საათამდე ვიყავით სასამართლოში, პროცესის დასრულებისას გვითხრეს რომ 5 000 ლარიანი გირაო უნდა გადავუხადოთ, რომ ჩემი ძმა გარეთ იყოს გამოძიების დასრულებადე. არანაირი საშუალბა არ გვაქვს, 20-20 ლარობით ვცდილობთ რაღაც თანხა მოვაგროვოთ. ჩემი ძმა აქტიური ადამიანია, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად აფიქსირებდა საკუთარ შეხვედულებებს, მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და ალბათ ამ ყველაფრის შესაჩერებლად ხელისუფლებამ ასეთი პასუხი გასცა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კი არაა მათი მიზანი, არამედ ის, რომ საზოგადოებას აჩვენონ, როგორ უსწორდებიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც მათ აზრებს არ ეთანხმება", - ამბობს დაკავებულის ძმა.

დაკავებულის ოჯახი ამბობს, გირაოს გადახდა გ.კ-ს დროებით გარეთ გამოშვებას გულისხმობს და ის ვერ აძლევს მათ გარანტიას, რომ საქმის დასრულებამდე ისევ უკან არ შეაბრუნებენ.

Read 838 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი