Print this page
ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 12:47

გორის მერია 10 მანქანის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან 25 400 ლარს დახარჯავს

Rate this item
(0 votes)

გორის მერია ბიუეტიდან 10 მანქანის შესაკეთებლად 25 400 ლარს გადაიხდის.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მის ბალანსზე არსებულ ავტოსარანსპორტო საშუალებებისთვის სათადარიგო ნაწილების შესაძენად და შესაბამისი მომსახურებისთვის ტენდერს აცხადებს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება (პრეისკურანტი) 481 603 ლარია. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება კი 25 400 ლარით განისაზღვრება. წინადადებების მიღება 9 თებერვლამდე გაგრძელდება.

პირობების მიხედვით, პრეტენდენტს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 მომსახურების ობიექტი; რის შესახებაც წარმოდგენილი უნდა იყოს სერვისცენტრ(ებ)ის ჩამონათვალი, მათი მისამართების და ტექნიკური შესაძლებლობების მითითებით;

ავტომობილების რაოდენობა, რომელსაც ტექნიკური მომსახურება ესაჭიროება სულ 10-ია. მათ შორის ყველაზე ახალი 2012 წლიანი TOYOTA HILUX -ია. ყველაძე ძველი კი 1998 წელს გამოშვებული MERSEDES CLK.

 

 

გორის მერია ბიუეტიდან 10 მანქანის შესაკეთებლად 481 603 ლარს გადაიხდის 2019

Read 1345 times Last modified on ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 16:22