გორის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია იქმნება, რაც ბიუჯეტს 32 800 ლარი დაუჯდება

თებერვალი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებისთვის ბიუჯეტიდან წელს 32 800 ლარით მეტი დაიხარჯება.

8 თებერვლის საკრებულოს სხდომაზე მისი წევრები 2 ახალი ფრაქციის შექმნაზე იმსჯელებენ. მმართველი გუნდის წარმომადგენელთა 3 პოლიტიკურ გაერთიანებას "ქართული ოცნება – მწვანეები" და "ქართული ოცნება – სოციალ – დემოკრატები" შეემატება.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაში არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს და ფრაქციის შექმნისთვის მინიმუმ სამი წევრის გაერთიანების პრინციპი დაცულია.

"სამი კაცი დაჯდა და იმსჯელა ფრაქციის შექმნაზე. მაშინ, როდესაც კანონით აქვთ ამის უფლება, ჩვენ რატომ უნდა შევშალოთ ხელი. ისე, მე თუ მკითხავთ, კარგი იქნებოდა ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილის ნაცვლად, თავის დროზე კომისიის წევრებზე დაშვებულიყო მოადგილის შტატი, თუმცა კანონი მიღებულია და ფრაქციის თავმჯდომარეებს აქვთ უფლება, ჰყავდეთ მოადგილეები. შედარებისთვის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, 40-წევრიან საკრებულოში, ახლა უკვე 5 ფრაქციაში იქნებიან გადანაწილებულნი, 2014 წლის მოწვევის თემის საკრებულოში კი 35 წევრი იყო და 11 ფაქცია", - აცხადებს დავით რაზმაძე.

გასული წლის დეკემბერში თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად (მუხლი 38), ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება აქვს ჰყავდეს მინიმუმ ერთი მოადგილე (9 ან მეტ წევრიან ფრაქციაში კი დასაშვებია 2 მოადგილეც). გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის თავმდჯომარის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 000 ლარს, მოადგილის კი 1 200 ლარს შეადგენს, ფრაქციის მესამე წევრი კი იღებს 400 ლარს (უფლებამოსილების განხორციელების ხარჯი), ისევე როგორც დანარჩენი არა თანამდებობის პირი წევრები. 

ამჟამად გორის საკრებულოში სულ 6 ფრაქცი, ამდენივე თავმჯდომარე და ფრაქციის 7 მოადგილეა. მათი თანამდებობრივი სარგოსთვის გასულ წელს სულ 244 800 ლარი დაიხარჯა (144 000+100 800), წელს კი ეს რიცხვი 32 800 ლარით გაიზრდება და ფრაქციებისთვის 2019 წელს სულ 277 600 ლარი დაიხარჯება.

Read 442 times Last modified on Last modified on თებერვალი 04 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი