ქართველ სამხედროებს ფეხსაცმელს თურქები შეუკერავენ

თებერვალი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას ფეხსაცმელს თურქეთში შეუკერავენ. თავდაცვის სამინისტრომ თურქულ კომპანია yakupoglu-სთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, თურქულმა კომპანიამ 22 500 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმელი უნდა შეკეროს. შეკვეთის საერთო ღირებულება კი 832 500 აშშ დოლარია.

აღსანიშნავია, რომ შეიარაღებულ ძალებზე გაცემულ მაღალყელიან ფეხსაცმელებს, ვადა 2017 წლის ბოლოს ამოეწურა. გასულ წელს ფეხსაცმელების შეძენაზე გამოცხადებლი ტენდერი კი ჩაიშალა. ამიტომ შეიარღებულ ძალებს მოუწიათ დაჩქარებული წესით კომპანიის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება. თურქული კომანიის შერჩევა კი თანამშრომლებთან გამოკითხვის წესით მოხდა.


“ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. სამხედრო ქვედანაყოფების გამოკითხვების, მათი შეფასებებისა და ანალიზიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია თურქული წარმოების (YAKUPOGLU 30-320) მაღალყელიანი ფეხსაცმელის შეძენა”, - აცხადებენ შეიარაღებული ძალების გენ.შტაბში.


თურქული კომპანია 22 500 წყვილ მაღალყელიან ფეხსაცმელ ქართულ მხარეს აპრილამდე მიაწვდის.
წყარო:ბმ.გე

Read 6116 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი