2 წლის წინ გაუქმებული პროგრამიდან გორის მერიამ 300 000 ლარი 2018-ში დახარჯა

თებერვალი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2016 წელს გაუქმებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს დახარჯა.

ამის შესახებ გასული წლის ბიუჯეტის შესრულებაშია მითითებული. დოკუმენტის მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის გასულ წელს 307 015 ლარი იყო გათვალისწინებული, საიდანაც 4 309 ლარი ისევ გასახარჯი დარჩა.

აღნიშნული პროგრამა, საქართველოს მასშტაბით, 2012-2016 წლებში მოქმედებდა. მისი განახლება კი მთავრობამ 2019 წლიდან გადაწყვიტა. რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, თუ რატომ აღმოჩნდა 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში 2 წლის წინ გაუქმებული პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხა, რაზეც გორის მუნიციპალიტეტის ფინანსურ განყოფილებაში განმარტეს, რომ იმ პერიოდში აღნიშნული მიმართულებით თანხების სრულად გახარჯვა ვერ მოხერხდა, რის გამოც, ის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადაიტანეს.

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მოქმედება 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი უნდა დასრულდეს 2019 წლის 1 მარტამდე. იმ შემთხვევაში, თუ სოფელი ვერ მოახერხებს შეთანხმებას დასაფინანსებელ პროექტებზე, პროგრამით გათვალისწინებული თანხა ბრუნდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში (რეგფონდში) და მოხმარდება ისევ რეგიონის საჭიროებებს.

რაც შეეხება 2012-2016 წლებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, გორის მუნიციპალიტეტის 106 სოფლიდან, რიტუალების სახლის მშენებლობა 43 სოფელში დაიწყო. აქედან, სამუშაოები სრულად 15 მათგანში განხორციელდა და ფუნქციონირებს შესაბამისი დატვირთვით, 10-ში სამუშაოები დაუსრულებელი დარჩა, თუმცა სარიტუალო მომსახურებისთვის მაინც გამოიყენებენ. საერთო ჯამში, სათანადო დანიშნულებით 25 შენობა ფუნქციონირებს , 18 ობიექტზე კი, სამუშაოები ვერ დასრულდა. აქედან ერთში, ამბულატორია განთავსდა, დანარჩენი 17 კი, უფუნქციო დარჩა.

პროგრამის ფარგლებში, 2012-2016 წლებში, გორის მუნიციპალიტეტის 43 სოფელში, რიტუალების სახლების ასაშენებლად, სულ 1 799 489 ლარი დაიხარჯა.

Read 389 times Last modified on Last modified on თებერვალი 04 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი