გორის მერის კომენტარი განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე

თებერვალი 04 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ზოგმა თავისი ნებით დაწერა განცხადება, ზოგი ჩვენ გადავიყვანეთ სხვა სამსახურებში“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილების შესახებ რადიო “მოზაიკასთან“.

მისი თქმით, ყველა ვაკანტურ ადგილზე თანამშრომელებს კონკურსის წესით დანიშნავენ.

მერიის ადმინისტრაციის უფროსის, თემურ მანველიშვილის განცხადება ჯერ არ დაკმაყოფილებულა, 11 თებერვალს გადის ვადა. რაც შეეხება ზურაბ ჯალაღანიას, ანა ლაფაჩისა და ნონა ლურსმანაშვილის შემცვლელებს, კონკურსი გამოცხადდება და შესაბამისი პროცედურების დაცვით მოხდება აღნიშნულ პოზიციებზე თანამშრომელთა შერჩევა. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი როდის გამოცხადდება კონკურსი“, - განაცხადა თავზარაშვილმა

წლის დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და სააგენტოებში რამდენიმე საკადრო ცვლილება მოხდა. 

გელა კაპანაძე, ზურაბ ჯალაღანია, ანა ლაფაჩი, ნონა ლურსმანაშვილი, თემო მანველიშვილი - მერიის ამ თანამშრომლებმა თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები ბოლო ორ კვირაში დაწერეს. გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, თეიმურაზ მანველიშვილის გარდა, ყველა მათგანის განცხადება დააკმაყოფილა.

Read 681 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი