Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 04 თებერვალი 2019 23:32

გორში გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად პოლიციამ გამოძიება დაიწყო

Rate this item
(0 votes)

გორში, ჭონქაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 188-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ჩადენილია ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომბინატის დასახლებაში ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. დამწვარი სახლის მეპატრონის, ზინა ელიკაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი ფოიერვერკის გასროლის შედეგად გავრცელდა.

Read 944 times Last modified on სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 11:32