მერის წარმომადგენელი: მამა დავითის გათავისუფლებას დღეისთვის ველოდებით

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მერის წარმომადგენელი ნიქოზის თემში სასულიერო პირის საქმეზე ეპარქიას დაუკავშირდა და ამ დროისთვის არსებულ ვითარებას გაეცნო.

გიორგი ლაზარაშვილი რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას ამბობს, რომ მამა დავითს (დურგლიშვილი) სავარაუდოდ დღეს გამოუშვებენ. 

ამავე თემაზე: სუს: რუსმა სამხედროებმა ნიქოზში სასულიერო პირი დააკავეს

"ვესაუბრე ეპარქიის წარმომადგენელს, რომელმაც მითხრა, რომ მამაოს გათავისუფლებას დღეისთვის ელოდებიან. მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს მამაო საკუთარ ნაკვეთში მუშაობდა, სადაც ადგილობრივები ეხმარებოდნენ. ეს ტერიტორია გამყოფ ხაზთან ძალიან ახლოსაა. მავთულხლართებია მანდ და მამაო იქით არ გადავიდოდა. ადგილობრივები გამოქცეულან, მამაო კი წაუყვანიათ ცხინვალისკენ", - აცხადებს მერის წარმომადგენელი ნიქოზის თემში გიორგი ლაზარაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ მამა დავითი (დურგლიშვილი)  ე.წ. მესაზღვრეებმა გუშინ დააკავეს.

 

Read 388 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი