Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 11:57

ენერგო პრო: გორში ელექტროენერგია გეგმიურად დღესაც გაითიშება

Rate this item
(0 votes)

ელექტრომომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუშინ, გორში, ჭალის დასახლებაში ელექტროენერგიის გათიშვა ავარიულმა სიტუაციებმა გამოიწვია.

დასახლებაში გუშინ ელექტროენერგია სამჯერ გამოირთო - ორჯერ შუადღით და ერთხელ გამთენიისას. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ქალაქის ცენტრს დღესაც შეეზღუდება ელექტროენერგიით მომარაგება. - მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.

"გუშინ ავარიული შემთხვევების გამო გაითიშა ელექტროენერგია. სამჯერ იყო გათიშული ჭალის დასახლებაში. ამ დროისათვის, აღმოფხვრილია დაზიანებები. დღეს, ქალაქის ცენტრს შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება. მიზეზი არის გეგმიური სამუშაოები", - განაცხადეს ენერგო პრო ჯორჯიაში.

Read 957 times Last modified on სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 12:00