Print this page

გორის მერია: ხანძრის შედეგად დაზარალებულს, სავარაუდოდ, ვერ დავეხმარებით

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერიაში აცხადებენ, რომ გორში, კომბინატის დასახლებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულს, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარებიან.

მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, დავით ჩიხრაძის თქმით, მერიას ხანძრის შედეგად დაზარალებული მხოლოდ იმ პირების დახმარება შეუძლია, ვისაც ობიექტი კანონიერად აქვს აშენებული და მის საკუთრებაში ოფიციალურადაა დარეგისტრირებული.

"ხანძრის შედეგად დაზარალებულებულებისთვის არის ერთჯერადი დახმარება 3000 ლარამდე. ამ შემთხვევაში, ცოტა რთულადაა საქმე, რადგან სახლი არის უკანონოდ აშენებული და შესაბამისი საბუთების მოძიება მეპატრონეს ვფიქრობ გაუჭირდება. სავარაუდოდ, ვერ დავეხმარებით. თუმცა, იურიდიული სამსახური იმსჯელებს ამ ტემაზე", - განაცხადა დავით ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩაზე ერთსართულიანი სახლი დაიწვა. დაზარალებული ზინა ელიკაშვილი ამბობს, რომ  ცეცხლი ფოიერვერკის გასროლის შედეგად გავრცელდა.

ამავე თემაზე: გორში გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად პოლიციამ გამოძიება დაიწყო

Read 857 times