Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018 14:58

ცხინვალში „გენოციდის“ მუზეუმი იხსნება

Rate this item
(0 votes)

„დამწვარი სულების მუზეუმი“ - ამ სახელწოდებთ ავრცელებს ერთ-ერთი ოსური მედია ფოტოს, სადაც ლენტებშემოხვეული, დამწვარი მანქანებით გარშემორტყმული, ჯვარია ასახული. როგორც რადიო „მოზაიკამ“ გაარკვია, მემორიალის იდეა ჯერ კიდევ 2015 წელს ლეონიდ თიბილოვმა გააჟღერა, რომლის მიხედვით სოფელ ტბეთში, ზარის გზაზე 2008 წლის „ქართული აგრესიის მსხვერპლთათვის“ მუზეუმი უნდა გახსნილიყო.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილას, გორაკზე უნდა აღმართულიყო მაღალი, განიერი კიბე, რომლის გასწვრივ დაიდგებოდა მებრძოლთა თავდახრილი ფიგურები. ამ ადგილას აღიმართებოდა მარმალილოს დაფა, რომელზეც ამოტვიფრული იქნებოდა დაღუპულთა სახელები და გვარები. თუმცა ცხინვალის ე.წ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, აღნიშნული იდეა შეიცვალა და იგივე შინაარსის მუზეუმის გახსნა, ქალაქის ცენტრში, ყოფილი კინო-თეატრის შენობაში გადაწყდა, სადაც უნდა დადგმულიყო რუსი და ოსი მებრძოლების სტრუქტურული კომპოზიცია. თუმცა ორივე პროექტი ფინანსების არქონის გამო ჩავარდა. გავრცელებულ ინფორმაციას ერგნეთში მცხვრები ლია ჩლაჩიძე გამოეხმაურა, რომელსაც საკუთარი სახლის სარდაფში, „აგვისტოს ომის“ მუზეუმი აქვს გახსნილი.

 


„ჩვენ ისეთ სივრცეებს ვაწყობთ, სადაც ვაჩვენებთ ომის სისასტიკეს და მშვიდობის მნიშვნელობას. ომის დროინდელი ექსპონანტების გამოფენით. ჩვენი მიზანია ყველამ გაითავისოს, რომ ომი დამანგრეველია ყველა ერისთვის. ცხივნალის „მამები„ კი ისევ აღვივებენ შუღლს და მტრის ხატის გამყარებას უწყობენ ხელს. მაქვს ინფორმაცია,რომ ვიდრე მუზეუმის გახსნის რომელიმე იდეას განახორციელებენ და ადგილს შეარჩევენ, სოფელ ტბეთში აღმართეს დამწვარი მანქანების კედელი შუაში მოქცეული ჯვარით. მათი მთავარი მიზანია, ადგილობრივ საზოგადოებაში უფრო მეტი აგრესია გამოიწვიონ, „ფაშისტური შემოსევების“, „ოსი ხალხის განადგურების“ და „გენოციდის წინააღმდეგ 100 წლიანი ბრძოლის“ ფსევდოისტორიის გავრცელებით“, - ამბობს ლია ჩლაჩიძე.

Read 1995 times Last modified on ოთხშაბათი, 14 თებერვალი 2018 20:48