მეუღლის ცემის ფაქტზე, გორის პოლიციამ 70 წლამდე მამაკაცი დააკავა

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ბრალდებულმა მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

 

უწყების ცნობით, ოჯახური ძალადობის შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მოხდა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1951 წელს დაბადებული ნ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Read 1236 times Last modified on Last modified on თებერვალი 05 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი