Print this page
სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 13:19

14 წლის შვილზე მამამ სექსუალურად იძალადა - მამაკაცი მომხდარიდან 6 თვის შემდეგ დააკავეს

Rate this item
(0 votes)

მამა, რომელმაც საკუთარ შვილზე სექსუალურად იძალადა, დააკავეს, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" თანასოფლელებმა აცნობეს. 

ფაქტის გადამოწმების მიზნით, რადიო "მოზაიკა" მერის წარმომადეგენელს დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, მამაკაცი დაახლოებით 10 დღის წინ დააკავეს. 

"მამა დაააკავეს. ვიცი, რომ კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ის პატარა ბიჭი 10 წლისაამ და დედა და ეგ ცხოვრობენ ახლა ერთად". 

მომხდარის თაობაზე, რადიო "მოზაიკა" იმ სკოლის დირექტორსაც ესაუბრა, სადაც ძალადობის მსხვერპლი, 14 წლის გოგონა სწავლობდა. როგორც სკოლის დირექტორმა გვითხრა, გოგონამ სწავლა ერთი წლის წინ, მშობლების განცხადების საფუძველზე შეწყვიტა. 

"აცდენდა ხოლმე გაკვეთილებს, ამიტომ დავიბარეთ მისი მშობლები და მათ დაწერეს განცხადება. ამის მერე სამინისტროსაც ვაცნობეთ ამის თაობაზე და ეს ბავში ჩვენთან აღარ ირიცხებოდა", - გვითხრა სკოლის დირექტორმა. 

მისივე თქმით, ოჯახში მომხდარი სექსლური ძალადობის შესახებ ისიც საქმის კურსში იყო.  როგორც მან გვითხრა, მეჯვრისხევის პოლიციამ ისიც გამოკითხა. 

ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ, დაკავების შესახებ ინფორმაცია 10 დღის დაგვიანებით გაავრცელა. 

სოფელში ამბობენ, რომ ფაქტზე რეაგირება, 23 იანვარს რადიო "მოზაიკას" მიერ ინფორმაციის გასაჯაროებას მოჰყვა. 

ამავე თემაზე: გორის მუნიციპალიტეტში მამამ 14 წლის შვილზე სექსუალურად იძალადა

"ეს ამბავი ზაფხულში მოხდა და უკვე აღარავის აღარ ჰქონდა იმედი, რომ რამეს გამოიძიებდნენ. მამამისი ჩვეულებრივ ცხოვრობდა სახლში და აღარც ველოდით მის დაკავებას. მაგრამ მერე ინფორმაცია რომ გავრცელდა, ყველაფერი შეიცვალა და გავიგეთ, რომ დააკავეს კიდეც", - უთხრა რადიო "მოზაიკას" სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

Read 4988 times Last modified on სამშაბათი, 05 თებერვალი 2019 14:05