გორის მერიამ იანვარში 9 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები გამოაცხადა

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

2019 წლის იანვარში, გორის მერიამ 9,1 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები გამოაცხადა.

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2019 წელს გამოცხადებულმა ელექტრონული შესყიდვების სატენდერო ღირებულებამ 9 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ამ ეტაპზე 12 ტენდერი მიმდინარეობს. მათი ჯამური ღირებულება 9 103 254 ლარია. ყველა შესყიდვის ფარგლებში, წინადადებების მიღების ბოლო ვადა თებერვლის თვეში იწურება.

მერიის ინფორმაციით, იგეგმება ყიფიანის (ტყვიავის ქუჩის კვეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით - 350 მ), შიო მღვიმელის, ბუხაიძის, გორგასლის, კახნიაშვილის ქუჩების, სუხიშვილის ქუჩის პარალერური შიდა კვარტალური გზის, მეჯვრისხევი-ახალუბნის დამაკავშირებელი და კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში არსებული გზების რეაბილიტაცია.

"გამოცხადებულია ტენდერი მუნიციპლიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა - შენახვის, 47 სოფელში გარეგანათების სისტემის, გორის სასწავლო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის არსებული კალათბურთის მოედნის და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახელოსნოების მოწყობის მიზნით", - განმარტავენ მერიაში. 

გარდა ამისა, მიმდინარე ელექტრონული შესყიდვების მიხედვით, მერია მიმდინარე წელს ჭონქაძის ქუჩაზე სიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობას, რუსთაველის მემორიალისა და მისი მიმდებარე სკვერის, გამარჯვების მემორიალისა და ლომჭაბუკის პიედესტალის რებილიტაციასაც გეგმავს.

sasrafo tenderi goris meria 20019 ianvari

Read 377 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი