გორის საჯარო დაწესებულებებში ბუნებრივი აირის მოწყობილობები შემოწმდება

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის გაზმომარაგების კომპანია საჯარო დაწესებულებებში ბუნებრივი აირის მოწყობილობებს შეამოწმებს.

"სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყვიტეს.

შიდა ქართლის გუბერნიაში აცხადებენ, რომ შეხვედრის მიზანი ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება და შესაძლო რისკების შემცირება იყო. იგეგმება საბავშვო ბაღების, სკოლების, სამედიცინო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებში განთავსებული გამათბობლების შემოწმება. ეტაპობრივად განხორციელდება სხვა ობიექტების შემოწმებაც.

"ბუნებრივი აირი მოხმარების უსაფრთხო გამოყენება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში, ეს ნათლად დაგვანახა ბოლო პერიოდში მომხდარმა შემთხვევებმაც. ვფიქრობთ, დროული პრევენცია თავიდან აგვარიდებს რიგ საშიშროებებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Read 1050 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი