ვაკანსიები გორის მერიაში - განაცხადებები 13 თებერვლის ჩათვლით მიიღება

თებერვალი 05 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსს აცხადებს.

მერია ამ ფორმით სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს შეარჩევს.

დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (hr.gov.ge - https://www.hr.gov.ge/) უნდა გაიარონ.

მსურველებს აპლიკაციების წარდგენა 2019 წლის 13 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ორივე პოზიცია ვაკანტური იანვარში გახდა - სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზურაბ ჯალაღანიამ და მისმა მოადგილე ნონა ლურსმანაშვილმა თანამდებობები პირადი განცხადებების საფუძველზე დატოვეს.

ამავე თემაზე: საკადრო ცვლილებები გორის მერიასა და სააგენტოებში - სრული ინფორმაცია

Read 2066 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი