გაზით გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვისას გაქურდეს

თებერვალი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვავის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს", - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" მიაწოდეს.

წყაროს თქმით, სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

"სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს", - განუცხადეს რადიო "მოზაიკას".

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მათ რამდენიმე მეზობელი გამოჰკითხეს.

გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.

Read 9493 times Last modified on Last modified on თებერვალი 06 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი