ბესელიას ფარული კადრების საქმეზე დაკავებული გორელი ახალგაზრდა გაათავისუფლეს

თებერვალი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 28 წლის გ.კ. გვიან ღამით, გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

რადიო "მოზაიკა" მას ცოტა ხნის წინ ესაუბრა.

როგორც გ.კ. აცხადებს, რომ თავს ამჟმად კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება. რაც შეეხება ბრალდებას, ის თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ოპოზიციის მხარდამჭერებზე მიზანმიმართულად გაავრცელეს.

"რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვუკავშირებ იმას, რომ ოპოზიიის მხარდამჭერი ვარ. რეალურად, ის, რასაც მედავებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემმა ოჯახმა გირაოს თანხა, 5 000 ლარი გადაიხადა და წუხელის გამომიშვეს", - აცხადებს გ.კ.

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რის გამოც 19 პირი დააკავეს, აქედან 2-ს პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენებს კი გირაოს გადახდა დააკისრეს. გორელი ახალგაზრდის ოჯახს 5000 ლარის გადახდისთვის 20 დღიანი ვადა ჰქონდა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. 

Read 1858 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი