იოსებ მაკრახიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საგაზაფხულო სესიის გახსნას ვერ დაესწრო

თებერვალი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი-დეპუტატი თურქეთში მკურნალობას აგრძელებს.

გორის მაჟორიტარი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იოსებ მაკრახიძე მკურნალობას ამ დრომდე თურქეთის კლინიკაში გადის. მას გულის ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. დეპუტატის ბიუროში აცხადებენ, რომ მაკრახიძე თავს ამჟამად კარგად გრძნობს, თუმცა საქართველოში ის ჯერ არ დაბრუნებულა. შესაბამისად საგაზაფხულო სესიის გახსნას ვერ დაესწრო. 

ამავე თემაზე: იოსებ მაკრახიძეს სასწრაფო ოპერაცია თურქეთში უტარდება

დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა 30 იანვარს გაუარესდა. ქართველი ექიმები განმარტავდნენ, რომ გულის შეტევის შემდეგ სტენდირება პარლამენტარის მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებდა, რის შემდეგაც დეპუტატმა მკურნალობის გაგრძელება თურქეთში გადაწყვიტა.

Read 665 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი