მამაკაცმა ყოფილ ცოლზე პრობაციის ბიუროში იძალადა და მოკვლით დაემუქრა

თებერვალი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

30 წლამდე მამაკაცმა ყოფილ ცოლზე ორჯერ იძალდა - სახეში გაარტყა, კედელზე მიანარცხა და მოკვლით დაემუქრა.

ძალადობის პირველი შემთხვევა ქორწინებაში ყოფნის დროს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაშინ მამაკაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მეუღლე მას გაშორდა, თუმცა ქმარმა ყოფილ ცოლზე მეორედაც იძალადა - ამჯერად, პრობაციის ბიუროში მან ქალი კედელზე მიანარცხა და მოკვლით დაემუქრა.

ამის შემდეგ, ყოფილმა ცოლმა ქმარს უჩივლა. მამაკაცი მაშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, საქმის გამოძიება კი გაგრძელდა.

საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ დღეს იმსჯელა. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მამაკაცი თავს დამნაშავედ ცნობს და ამ დროისთვის, ახალ ქორწინებაში იმყოფება. სასამართლო პროცესს მისი მეორე მეუღლეც ესწრებოდა.

ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და ბრალდებულისთვის არასაპატიმრო სასჯელი ითხოვა.

მოსამართლემ, იმის გათვალისწინებით რომ მამაკაცმა დანაშაული აღიარა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია ყოფილ მეუღლესთან კონტაქტი არ აქვს, ადვოკატის შუამოდგომლობა გაითვალისწინა - 30 წლამდე მამაკაცს 9-თვიანი პირობითი მსჯვარი და ორ-წლიანი გამოსაცდელი ვადა მისცა.

Read 917 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი