გენდერული თანასწორობის შეფასების შესახებ გორში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა

თებერვალი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) გორის ოფისში ( კვლევის პრეზენტაცია გაიმართა თემაზე - "გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში".

პრეზენტაციას დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, ზაზა ჭიპაშვილი უძღვებოდა. წარმოდგენილი კვლევა 2017 წლის, პარტიების მესამე რანგირებას მოიცავს. 

"ამ კვლევის განხორციელებისთვის მეთოდოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესებული სიზუსტით ასახავს რეალურ მდგომარეობას. საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება პირველად 2014 წელს ჩატარდა. კვლევა შედგება სამი კომპონენტისაგან: საარჩევნო, ინსტიტუციონალური და პროგრამული კომპონენტები. კვლევაში განხილულია შემდეგი საკითხები: გენდერული თანასწორობა საქართველოში და საკანონმდებლო ჩარჩო, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა, რანგირების შედეგები და ანალიზი.

კვლევისათვის შეირჩა ის ხუთი პარტია, რომელმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3%-ზე მეტი მიიღო. ეს პარტიებია: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.- აღნიშნა ზაზა ჭიპაშვილმა.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, EECMD პერიოდულად ცდილობს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში არსებულ მდგომარეობაზე.

Read 433 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი