გორში, თანაკლასელის დაკბენის ფაქტზე სკოლამ პოლიციას და სამინისტროს არ აცნობა

თებერვალი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თანაკლასელის მიერ დაკბენილი ბავშვის დასახმარებლად, სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს. დირექტორმა მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ არც განათლების სამინისტროს აცნობა.

გორის მეხუთე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ რადიო "მოზაიკა" გორის რესურ სცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა. როგორც ნანა ტერმაკოზაშვილმა გვითხრა, ის სკოლის დირექტორს საქმის კურსში არ ჩაუყენებია.

"დღეს გავიგე ეს ამბავი. დავურეკე სკოლის დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ ჩემთვის ამბის გაგებინება საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. არადა, ყველა დირექტორს ევალება ასეთ დროს ინფორმაციის მიწოდება რესურს ცენტრისთვის. მე განათლების სამინისტროს უკვე ვაცნობე ამ ფაქტის შესახებ", - გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

მისივე თქმით, სკოლის დირექტორმა უთხრა, რომ დაზარალებული მოსწავლე უყურადღებოდ არ მიუტოვებიათ და იგი საავადმყოფოში სკოლის თანამშრომლის მანქანით წაიყვანეს. როგორც დირექტორმა განმარტა, "გორმედის" ექიმებმა უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო.

არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება გორის მეხუთე სკოლაში, მეხუთე კლასელ მოსწავლეებს შორის მოხდა. ფაქტი დაზარალებული მოსწავლის დედამ გაასაჯაროა. ის ამავე სკოლაში, დამლაგებლად მუშაობს.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ბავშვი, რომელმაც თანაკლასელს უკბინა, საოჯახო ტიპის საცხოვრისში ცხოვრობს და მისი ხელმძღვანელობა მომხდარის შესახებ საქმის კურსშია.

 

Read 1570 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი